,,დიდი დიღომის" მოსახლეობას

,,დიდი დიღომის" მოსახლეობას

 უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ,რომ შპს ,,დიდი დიღომი" არ გახლავთ არც შუალედური და არც შუამავალი, როგორც ზოგი თქვენგანი მოიხსენიებს. ეს არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომელმაც ამ 20 წლის წინ განახორეციელა დიდი დიღმის დასახლების გაზიფიცირება, შემდგომ მოიპოვა გაზის განაწილების ლიცენზია და დღეს არის თბილისში ერთ-ერთი გამანაწილებელი კომპანია, ისეთივე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორითაც ,,თბილისი ენერჯი" ( ყოფილი ყაზტრანსგაზი ).

რაც შეეხება ხარჯებს, რასაც მოიხმართ იმის ადეკვატური გადასახადი მოგდით. მრიცხველის მიერ დაფიქსირებული მოხმარებული ბ/გაზის რაოდენობა გაამრავლეთ მოქმედ ტარიფზე, რაც სემეკის მიერ არის დადგენილი 1მ/3 - 0,509 ლარზე და მიიღებთ გადასახდელ თანხას. შპს  ,,დიდი დიღომის" ოფისში ამ გაანგარიშებას ახდენს კომპიუტერული პროგრამა ადამიანის ჩაურევლად  და რაიმე შეცდომა გამორიცხულია.

თუ მაინც გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი გადასახადი არ შეესაბამება თქვენს დანახარჯს, შეგიძლიათ გაარკვიოთ შპს ,,დიდი დიღომის" ოფისში.

 

მირიან მეფის ქუჩა N:5    

ტელეფონი: 0322 533436

ჩვენს შესახებ

დიდი დიღმის გაზი უკვე რამოდენიმე წელია რაც ერთგულად ემსახურება თავის კლიენტებს და ზრუნავს სერვისის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე

გამოწერა

მიიღეთ განახლებები და შეთავაზებები..