ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძი

განმცხადებლის საყურადღებოთ!

განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყონებლივ დაარეგისტრიროს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახის წერილობითი განცხადება(განაცხადი) და დაუყონებლივ გასცეს განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღის მითითებით, ასევე რეგისტრაციისთანავე განმცხადებელი განმცხადებელს გაუგზავნოს აღნიშNული ინფორმაცია ტექსტური შეტყობინებით

როდესაც, ტექნიკური პირობის შესაბამისად, მიერთების მსურველი თავად(თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს , იგი ვალდებულია ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების (შემდგომში - შეჭრის სამუშაოები) განახორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს "მშენებლობის ტექნიკური ზედამხვედელობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის" 50 პროცენტი, მის მიერ თითეეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართი №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად) დანარჩენი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 დღის განმავლობაში.

თუ აღნიშნული განაცხადის ჩაბარებიდან ერთი საათის განმავლობაში განმცხადებელი არ მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით, განმცხადებელმა , პირველ რიგში, უნდა მიმართოს მიმწოდებელი/განაწილების ლიცენზიანტს ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვოს შესაბამისი მონაცემები. პრობლემური საკითხი დაუყოვნებლივ მოუგვარებლობის შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, დარღვევაზე შემდგომი რეაგირების მიზნით, მიმართოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (თბილისი. ა.მიცკევიჩის ქუჩა N19l;ტელ.№(+995322)2 42 01 90).

ზოგადი ინფორმაცია
ახალი მომხმარებლის განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა
შეჭრის სამუშაოების ერთი ან ორი აბონენტის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში
განაცხადში მოცემული ჩემი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი
სამი ან სამზე მეტი დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობის(საყოფაცხოვრებო სახლების ან სხვა დანიშნულების ობიექტის) მონაცემები
მრავალ ბინიანი სახლის მონაცემები
თანდართული დოკუმენტაცია
ჩვენს შესახებ

დიდი დიღმის გაზი უკვე რამოდენიმე წელია რაც ერთგულად ემსახურება თავის კლიენტებს და ზრუნავს სერვისის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე

გამოწერა

მიიღეთ განახლებები და შეთავაზებები..